ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“ - შეხვედრა ოზურგეთში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

     

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირები, იმერეთიდან მოწვეული კოლეგები,  მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის პოზიტიური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაში არსებული გამოწვევების შეფასება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზედაც შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ჩვენი დიდი სურვილია, გავიზიაროთ სხვა ადგილობრივი საბჭოების,  განსაკუთრებით ფონდი „სოხუმის“ პილოტური გენდერული საკონსულტაციო საბჭოების (ერთ-ერთი მათგანი სამი წელი მოქმედებდა ოზურგეთში)  პოზიტიური გამოცდილება. ვფიქრობთ, ინფორმაციის გაცვლის ასეთი სისტემა ყველასთვის ძალიან სასარგებლო იქნება,“ - ითქვა შეხვედრაზე.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.  მომდევნო  ეტაპზე მოხდება  სტრატეგიის შემუშავება და ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვისთვის. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით