ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ექსპერტთა შეხვედრა ბუდაპეშტში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

  

  

7-8 მარტს, ბუდაპეშტში, პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში კვლევებში ჩართულ ექსპერტთა მონაწილეობით შედგა შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების განზოგადება გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით.  დაიწყო მუშაობა  პოლიტიკური სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ადგილობრივი მმართველობის რეფორმაზე და გენდერულ მეინსტრიმინგზე. დაიგეგმა პროექტის სამომავლო აქტივობები.

შეხვედრას ესწრებოდა  ვიშეგრადის ფონდის წარმომადგენელი. ის ინტერესით გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას და დააფიქსირა ფონდის პოზიცია, რომელიც მიესალმება გენდერულ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, პარტნიორთა ქსელის გაზრდის და ადგილობრივ პოლიტიკაში თანასწორობის საკითხებისადმი  ახალი მიდგომების დანერგვის ტენდენციას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით