ხელმოწერილია კონტრაქტი პროექტის განხორციელების შესახებ
ხელმოწერილია კონტრაქტი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმსა“ და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდს შორის №21650056 პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ განხორციელების შესახებ.
17-თვიან პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების - ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის - წარმომადგენლები, აგრეთვე ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით