ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პრეს-რელიზი

on . Posted in პროექტის შესახებ

                                                                                     
პრეს-რელიზი
1 აპრილი,  2017  წელი,  ქუთაისი  

 

„ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა

ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და

 დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“

 

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“   2017 წლის 1 აპრილიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
პროექტის ხანგრძლივობა - 1.04.17 -  31.07.18. პროექტის პარტნიორები არიან ჩეხი, ქართველი, სლოვაკი, აფხაზი, პოლონელი და უნგრელი ექსპერტები.
პროექტის განმავლობაში მოხდება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო ვიზიტები, მრავალკომპონენტიანი კვლევები და საზოგადოებრივი და საექსპერტო  კონსულტაციები გენდერული პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე; შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია,  ორიენტირებული  ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას; ჩატარდება საინფორმაციო კამპანია  პროექტის მიმდინარეობის და მიღებული რეზულტატების  საზოგადოებისთვის გასაცნობად; პროექტის თვალსაჩინოობა უზრუნველყოფილი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.
პროექტის ბოლოს, პროგრამული დოკუმენტების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის  ხელშესაწყობად, გაიმართება კონფერენცია პროექტის პარტნიორების, გენდერული პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.#

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“

ქუთაისი, მგალობლიშვილის №6

ტელ: 27-29-02

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

www.fsokhumi.ge

http://fsv4.ge

 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით