ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ამომრჩევლის აქტიურობა - სერიოზული განაცხადი

on . Posted in მასმედია

1 2

ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს აქტიურობა მკაფიოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე ქვეყნის მომავალი კურსის მიმართ და იმაზეც, რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ.

ამ ეტაპზე ფონდი „სოხუმი“ აანალიზებს ამომრჩეველთა მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს და ამზადებს სარეკომენდაციო დოკუმენტს. დოკუმენტი მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და  პარლამენტის წევრებს, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პარლამენტი ხალხის ნდობის გამართლებაა!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საბოლოო მაჩვენებელი - 68 760

on . Posted in მასმედია

1 2 3

აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. ონლაინ ხმის მრიცხველი დაგეგმილზე მეტხანს, კიდევ თითქმის ერთი თვე „მუშაობდა“ ინტერნეტში. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, დამატებითი არჩევნები კი 21 ნოემბერს - სწორედ ეს იყო მიზეზი.

საპროექტო გუნდი აქტიურად მოქმედებდა ინფორმაციის გასავრცელებელად.

საბოლოოდ აპლიკაცია შეავსო 68 760-მა ადამიანმა. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი აპლიკაცია პირველად იყო წარმოდგენილი ამომრჩევლების წინაშე.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

აპლიკაცია 16 896 ადამიანმა შეავსო

on . Posted in მასმედია

1

პირველად საქართველოში - აპლიკაცია „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“!

შეავსეთ ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია - გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი!

www.onlinemricxveli.ge

ამ მოწოდებით ვრცელდება აპლიკაცია, ონლაინმრიცხველის ბმული ყველა არხით: საინფორმაციო პორტალებზე, ორგანიზაციის ყველა ფეისბუქგვერდზე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების, პარტნიორების პირად ფეისბუქგვერდებზე...

აპლიკაცია უკვე 16 896-მა ადამიანმა შეავსო. 31 ოქტომბერს არჩევნებია!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ არსი - ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in მასმედია

1 2 3

რეგიონალური ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაშუქდა, როგორ მუშაობს ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“, რომელიც 15 სექტემბერს ამოქმედდა;   რა მიზანს ემსახურება და როგორ ეხმარება  მოქალაქეს  არჩევანის გაკეთებაში; რა საქმიანობა ჩატარდა ევროპული გამოცდილების გაცნობის, ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის შესწავლის მიმართულებით; როგორ ხდება პლატფორმის პოპულარიზაცია; როგორია რიგითი ამომრჩევლების, სპეციალისტების პოზიცია.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

წყალტუბო - საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5

აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან, არ გამოგვრჩენია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც.

დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ონლაინ ხმის მრიცხველის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით