რადიოგადაცემა საზოგადოების ცხოვრებაში გენდერული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ
17 ივნისს რადიო „რიონის“ ეთერით გაიმართა გადაცემა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ - ექსპერტმა გენდერულ საკითხებში, ისაუბრა მუშაობაზე, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გასწია გენდერული მიდგომების დანერგვის კუთხით: ევროპული ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) გამოცდილების ამსახველ კვლევაზე, თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე. რესპონდენტი შეჩერდა გენდერული საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. თითქოსდა უბრალო და ჩვეულებრივი საკითხები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაზე. მაგალითად, რა დროს მოდის წყალი, როგორაა მოწყობილი პანდუსები, თუ საერთოდ არ არის ისინი, ბნელ ქუჩაზე რა ადგილას ანთია შუქი - ეს და უამრავი სხვა საკითხი აისახება ქალების ცხოვრებაზე, კიდევ უფრო ართულებს და საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის თავიდან აცილება, თუკი სწორად მივუდგებით გენდერული პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით