„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - მრგვალი მაგიდა წყალტუბოში
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა ჩეხეთიდან კლარა კოზლოვამ, რომელმაც გენდერულ აუდიტზე და ამ მიმართულებით ჩეხეთში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დასამკვიდრებლად.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით