„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - მრგვალი მაგიდა ვანში
„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა ვანის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
მონაწილეთა მხრიდან გაიჟღერდა, რომ გენდერული პოლიტიკის ფორმირება მუნიციპალიტეტში საწყის ეტაპზეა, ამიტომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით