ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

მიმდინარეობს მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება 17-20 აპრილს პრაღაში (ჩეხეთი). შეხვედრაზე ექსპერტები ერთმანეთს გააცნობენ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების როლზე გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე თავიანთ  ქვეყნებში.

გაიმართება მსჯელობა პოლიტიკური დოკუმენტების კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ - ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით, ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით