მრგვალი მაგიდა ხონში
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“
შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. საუბარი შეეხო საკითხებს - რა სჭირდება გენდერული მიდგომების დანერგვას მუნიციპალიტეტებში, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
ითქვა, რომ მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი წინაპირობა ამ მიმართულებით მუშაობისთვის: ადგილობრივი სოციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სოციალურად სენსიტიური პროგრამების დანერგვის ტენდენცია, ორიენტაცია საჭიროებათა გამოვლენის პრაქტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან სერვისებზე, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - სწორედ ის საკითხებია, რაც გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის ქვაკუთხედია.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით