ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - მრგვალი მაგიდა წყალტუბოში

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

1 2
 3 4

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა ჩეხეთიდან კლარა კოზლოვამ, რომელმაც გენდერულ აუდიტზე და ამ მიმართულებით ჩეხეთში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის  მზადყოფნა გამოთქვეს მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დასამკვიდრებლად.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა სოხუმში

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

4 აპრილს სოხუმში, ცენტრ „ეროვნულ რესურსში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს. ამ აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, იურისტები, სოხუმის კრების დეპუტატი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, არც ისე ბევრია ადგილობრივი ორგანო, რომელიც ვალდებულად თვლის თავს, ნორმების მიხედვით შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს. მეტად მნიშვნელოვანია, დაინერგოს ინკლუზიური მეთოდი  მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მათი ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა ოჩამჩირეში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ინიციატივით ქალაქ ოჩამჩირეში გაიმართა მრგვალი მაგიდა  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, პედაგოგები და რაიონული კრების დეპუტატი. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, ცვლილებებზე, ინიციატივებზე. აღინიშნა, რომ „საჭიროა მეტი აქტიურობა“, „თუკი ოჩამჩირეში მეტი იქნება არაგულგრილი ადამიანი, ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება“, „საჭიროა სწრაფვა უკეთესობისკენ“…

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით