ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პროექტის შესახებ

on . Posted in პროექტის შესახებ

პროექტი ითვალისწინებს ხმის პირველი ონლაინ-მრიცხველის შემოღებას საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის მიღებას და დისკუსიებს 2020 წლის არჩევნების პროცესში და მიმდინარე კამპანიის შესახებ, რაც საქართველოს საზოგადოებას უფრო დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის.

მოწვეული იქნება არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია, რათა თავისი მოსაზრება გამოხატოს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

შემდეგ ამომრჩევლები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებას. ძირითადი პრინციპი მარტივია. წარმოდგენილია რიგი საკითხებისა, მომხმარებელს შეუძლია „დაეთანხმოს“, „არ დაეთანხმოს“, ან „სანახევროდ დაეთანხმოს“. შემდეგ ონლაინსისტემა განსაზღრავს მომხმარებლის დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ (კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მომხრეები). შედეგი დაეხმარება საქართველოს ამომრჩევლებს, განსაზღვრონ, რომელ პარტიას შეიძლება მისცენ ხმა.

პროექტის მხარდასაჭერად გაიმართება სატელევიზიო გადაცემები და საზოგადოებრივი დებატები, შეიქმნება  პუბლიკაციები სოციალურ მედიაში.

ფონდ „სოხუმს“ დაეხმარება  ვიშეგრადის ქვეყნების სამი პარტნიორი:

  1. ფონდი „ფემინოტეკა“, https://feminoteka.pl/
  2. არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული კვლევები“, http://genderstudies.cz/
  3. ტრნავის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტი http://ff.truni.sk/en

პარტნიორთა დახმარება გულისხმობს ადვოკატირების და ონლაინკამპანიის სტრატეგიის შემუშავებას.

ფონდი „სოხუმი“ არის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისში, საქართველოში. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და მხარს უჭერს ქალთა აქტივობებს, მათ გადაქცევას სამშვიდობო პროცესების მთავარ მონაწილეებად.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობების, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მხარდაჭერით. ფონდის მისიაა - იდეების წინ წაწევა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

პრეს-რელიზი

on . Posted in პროექტის შესახებ

                                                                                     
პრეს-რელიზი
1 აპრილი,  2017  წელი,  ქუთაისი  

 

„ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა

ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და

 დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“

 

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“   2017 წლის 1 აპრილიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
პროექტის ხანგრძლივობა - 1.04.17 -  31.07.18. პროექტის პარტნიორები არიან ჩეხი, ქართველი, სლოვაკი, აფხაზი, პოლონელი და უნგრელი ექსპერტები.
პროექტის განმავლობაში მოხდება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო ვიზიტები, მრავალკომპონენტიანი კვლევები და საზოგადოებრივი და საექსპერტო  კონსულტაციები გენდერული პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე; შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია,  ორიენტირებული  ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას; ჩატარდება საინფორმაციო კამპანია  პროექტის მიმდინარეობის და მიღებული რეზულტატების  საზოგადოებისთვის გასაცნობად; პროექტის თვალსაჩინოობა უზრუნველყოფილი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.
პროექტის ბოლოს, პროგრამული დოკუმენტების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის  ხელშესაწყობად, გაიმართება კონფერენცია პროექტის პარტნიორების, გენდერული პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.#

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“

ქუთაისი, მგალობლიშვილის №6

ტელ: 27-29-02

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

www.fsokhumi.ge

http://fsv4.ge

 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ხელმოწერილია კონტრაქტი პროექტის განხორციელების შესახებ

on . Posted in პროექტის შესახებ

ხელმოწერილია კონტრაქტი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმსა“ და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდს შორის №21650056 პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ განხორციელების შესახებ.

17-თვიან პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების -  ჩეხეთის,  სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის - წარმომადგენლები, აგრეთვე ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

on . Posted in პროექტის შესახებ

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა მხარი დაუჭირა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“. პროექტი 16 თვის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით, მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. სასწავლო ვიზიტების, კვლევების და შემდგომი საზოგადოებრივი და საექსპერტო  კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე.

ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის, ღონისძიებების და პუბლიკაციების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პროექტის შესახებ

on . Posted in პროექტის შესახებ

vsf

ეფექტური მართვა და გენდერული თანასწორობა - ეს არის საქართველოს რეფორმის დღის წესრიგის ძირითადი პრიორიტეტული საკითხები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. დეკლარირებული ვალდებულებების მიუხედავად, დასახული მიზნების მიღწევა ჯერაც რთულია. ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობა  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ადგილობრივი მთავრობები მოკლებულნი არიან ძალაუფლებას და გააჩნიათ საზოგადოების მონაწილეობის დეფიციტი.

პროექტი ეფუძნება მოსაზრებას, რომ გენდერულად სენსიტიური ადგილობრივი მმართველობის რეფორმის გატარება არის ძლიერი ძალა, რაც  საქართველოს დააახლოებს  ევროპულ მიზნებთან. ევროპული, კერძოდ კი ვიშეგრადის გამოცდილება გენდერულად სენსიტიური მართვის კუთხით აგრეთვე იქნება ნეიტრალური პლატფორმა ქართველი და აფხაზი ლიდერი  ქალებისთვის და ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას,  ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას.

პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის და ადგილობრივი მმართველობის რეფორმაში საზოგადოების მონაწილეობის მხრივ. ვიშეგრადის ქვეყნებმა წარმატებით გამოიყენეს ასეთი რეფორმები რეგიონალური თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის მისაღწევად.

საქართველოს შეუძლია დიდი სარგებელი ნახოს ამ გამოცდილებით. სასწავლო ვიზიტის, კვლევის, შემდგომი საზოგადოებრივი და ექსპერტული კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ადგილობრივი მმართველობის რეფორმასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე ორიენტირებული პოლიტიკური სტრატეგია.

პროექტში აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ ევროპული მართვის სტანდარტების უკეთ გაცნობიერებაში. ამასთანავე - გააძლიერებს ნდობას ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის, გააერთიანებს მათ ერთი მიზნის ირგვლივ, რაც  უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს მშვიდობის შენების პროცესში.