სტატია ადგილობრივ დონეზე გენდერულ პოლიტიკაზე
„გენდერული პოლიტიკა ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის სფეროში ადგილობრივ დონეზე“ - ასეთია სათაური სტატიისა, რომელიც ინტერნეტში განათავსა ექსპერტმა აფხაზეთის საკითხებზე.
სტატიაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამართლებრივ მხარდაჭერაზე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეფექტური მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში არსებულ ხარვეზებზე. ბოლოს მოცემულია მნიშვნელოვანი დასკვნა: „მმართველობის ყველა დონეზე ინკლუზიური მიდგომის დანერგვა აუცილებელ პირობებს შექმნის მართვის სისტემის დემოკრატიზაციისთვის“.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით