ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. თემა - „მუნიციპალური გენდერული საბჭოები, როგორც ადგილობრივი სოციალურად ბალანსირებული პოლიტიკის პერსპექტივა“. გადაცემის სიუჟეტებმა მოგვითხრო ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული საქმიანობის შესახებ იმერეთის და გურიის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან. საუბარი იყო მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე, გენდერული ბიუჯეტის, გენდერული სტატისტიკის, გენდერული კვლევების არსზე.

გადაცემის სტუმრებმა - ხონის გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გაჟღერდა სამოქალაქო ინიციატივა, რაც შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას - მიგრაციას, რომელიც ყველაზე ნეგატიურ გავლენას ქალებზე ახდენს.

გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტატია გაზეთ „გურია ნიუსში“

on . Posted in არქივი / მასმედია

1 2

სტატია „გენდერული თანასწორობა დლი მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში უნგრეთის მაგალითზე“ დაიბეჭდა გაზეთ „გურია ნიუსში“. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში. ეს არის უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ლობის“ წარმომადგენლის, ენიკო პაპის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვა, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ექსპერტები - რადიო „რიონის“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

1 2

30 ივნისი. 15:15. გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერში.

თემა: გენდერული მეინსტრინინგის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

გადაცემის სტუმრები: ექსპერტები მერი გელაშვილი და ნანული რამიშვილი.

მათ ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ მიერ გაწეულ მუშაობაზე მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრინინგის დანერგვის კუთხით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის აუცილებლობასა და სამომავლო სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე.

გადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა გენდერული პოლიტიკის დანერგვის თემაზე

on . Posted in არქივი / მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც  ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხო.

გადაცემაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები. გადაცემის მონაწილეები შეეხნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ საქმიანობას გენდერული კვლევების, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის შემუშავების, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების საკონსულტაციო სერვისის, გენდერულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობის კუთხით. ქუთაისისა და წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტების გენდერულ პროგრამებზე, კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე.  

გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა  წყალტუბოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოგვითხრო.

გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით