ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან  საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი. დამსწრეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გზამკვლევს „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“. ამის შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე იყო მსჯელობა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმად უნდა იქცეს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებისა და  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრაზე გაკეთდა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევის მოკლე პრეზენტაცია, შემდეგ კი იმსჯელეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამუშაო გეგმის პროექტზე. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიმდინარე და უკვე შესრულებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც  გენდერულ ასპექტებს ითვალისწინებს. უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით წყალტუბო ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გადაცემა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერით

on . Posted in მასმედია

5 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით  ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერით გადაცემა გავიდა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში“.

- როგორ ხდება გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირება, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით და რა გამოცდილებას სთავაზობს ფონდი „სოხუმი“ ახალშექმნილ საბჭოებს - მონაწილეებმა, ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. თემა - „მუნიციპალური გენდერული საბჭოები, როგორც ადგილობრივი სოციალურად ბალანსირებული პოლიტიკის პერსპექტივა“. გადაცემის სიუჟეტებმა მოგვითხრო ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული საქმიანობის შესახებ იმერეთის და გურიის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან. საუბარი იყო მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე, გენდერული ბიუჯეტის, გენდერული სტატისტიკის, გენდერული კვლევების არსზე.

გადაცემის სტუმრებმა - ხონის გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გაჟღერდა სამოქალაქო ინიციატივა, რაც შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას - მიგრაციას, რომელიც ყველაზე ნეგატიურ გავლენას ქალებზე ახდენს.

გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ 4 ივლისს ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ფორმატის გაცნობის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაცია. შეკრებილებმა  ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე, სხვა გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამოდელო პროექტი, დაიგეგმა მომავალი საქმიანობა. 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით